ვაკანსია საქართველოში

შემოგვიერთდი რეკრუტინგის გუნდში!

თბილისი

გამარჯობა!
ჩვენ ვართ დასაქმების კომპანია - Getworker-ი. უკვე 5 წელზე მეტია, რაც უზრუნველვყოფთ დასაქმებას ხორვატიაში, ახლა კი ჩვენს კანდიდატებს ვთავაზობთ დასაქმებას გერმანიასა და ავსტრიაშიც.

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მარკეტებზე. ძირითადი განსხვავება სხვა დამსაქმებელი კომპანიებისგან არის ის, რომ ჩვენ არ ვართ შუამავალი კომპანია, არამედ უშუალოდ ჩვენს კომპანიაში ვასაქმებთ თანამშრომლებს.

ამიტომაც, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ხარისხი და არა რაოდენობა!
ჩვენ გეძებთ შენ თუ:
ხარ საქართველოდან (სასურველია თბილისიდან)
რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
გაქვს მოტივაცია ისწავლო და განვითარდე
რეკრუტინგში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თქვენი მოვალეობები:

ჩვენ გასწავლით თუ როგორ მოიძიოთ ტალანტები ჩვენი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
საწყის ეტაპზე იმუშავებთ აპლიკანტებთან პირველად დაკავშირებაზე;
Პროფესიული ზრდის შემდეგ ჩაერთვები რეკრუტინგის სხვა პროცესებშიც

ჩვენ გთავაზობთ:

    ოფიციალურ დასაქმებაs (ერთწლიანი კონტრაქტი გაგრძელების შესაძლებლობით)
    კომფორტულ სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში;
    თქვენი ხელფასი გაიზრდება კვალიფიკაციის პროპორციულად (თქვენს საწყის ხელფასს ერთად განვიხილავთ)
    20 დღიანი შვებულება + 1 day off თვეში
    უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც მუშაობისთვის დაგჭირდება, ამასთანავე ავანაზღაურებთ სამუშაოსთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს
    თუ ხარ დაინტერესებული ვაკანსიით გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან მოგვწერეთ:

    natia.gabarashvili@get-worker.hr

    შეხვედრამდე :)