ვაკანსია ევროპაში:

ელექტრო ინჟინერი სამშენებლო ობიექტზე

გამარჯობა! ჩვენ ვეძებთ ელექტრო ინჟინრებს ხორვატიაში ჩვენს სამშენებლო ობიექტზე დასასაქმებლად! წაიკითხე პირობები და დატოვე განაცხადი. დღის განმავლობაში დაგიკავშირდები და გაგაცნობ ყველა საინტერესო დეტალს :)
Mariami Kibordzalidze
Getworker-ის დასაქმების მენეჯერი
ჩვენ გეძებთ შენ თუ:
უმაღლესი განათლება ელეტრო ინჟინერიაში
გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებელი მართვა)
იცნობ თანამედროვე მარეგულირებელ და ტექნიკურ დოკუმენტაციას
მზად ხარ მოკლე დროში გაეცნო ელექტროენერგიის დიზაინის განსხვავებული სტანდარტებს
გაქვს ელექტროსაინჟინრო ნაწილის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება
ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენას სასაუბრო დონეზე

როგორც ელექტრო ინჟინერს შენ გევალება:

ელექტროენერგიის განაწილების პროცესების პროექტირება, ექსპლუატაცია და მართვა
ელექტროსაინჟინრო ნაწილის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება
შიდა და გარე ელექტრომომარაგების ქსელების, გამანაწილებელი მოწყობილობების, სატრანსფორმატორო სადგურების პროექტირება
ელექტრო ქსელების გაანგარიშება და დაგეგმვა
ობიექტის კონტროლი ტექნიკური ნაწილიდან, საჭირო მასალების შეძენამდე
ობიექტზე ელექტრო ინსტალატორების მუშაობის კონტროლი და კოორდინაცია
ტექნიკური დოკუმენტაციის მოვლა
მოლაპარაკების წარმოება

ფოტოები ხორვატიაში სამუშაო ადგილიდან

ჩვენ გთავაზობთ:
  • ოფიციალურ დასაქმებას ხორვატიაში
    ჩვენ ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეებს ხორვატიის მთავრობის ოფიციალური რეგულაციების შესაბამისად. თქვენ გექნებათ მუშაობის და ბინადრობის ნებართვა ხორვატიაში 1 წლის განმავლობაში, განახლების შესაძლებლობით
  • კონკურენტული ანაზღაურება
    ამ საკითხში მოქნილები ვართ, ამიტომ გასაუბრებისას თქვენი სავარაუდო მოლოდინი და განვიხილავთ
  • ანაზღაურებადი შვებულება
    სტანდარტულად ჩვენს ყველა თანამშრომელს აქვს 20 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება
  • უფასო განთავსება ხორვატიაში
    ჩვენ ყველა თანამშრომელს ვთავაზობთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს, სადაც უზრუნველყოფილია კომუნალური ხარჯები.
  • კვებას
    Სამუშაო ადგილზე კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი.
  • 24/7 მხარდაჭერა
    თქვენ ხორვატიაში მუშაობის განმავლობაში შეგეძლებათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ Getworker-ის მენეჯერს, რათა დაგეხმაროთ სამუშაოსთან და საცხოვრებელთან დაკავშირებით ყველა საჭირო საკითხის მოგვარებაში.

საცხოვრებლის მაგალითი ხორვატიაში*

* შესაძლებელია სხვა ტიპის საცხოვრებელში დასახლება, მაგრამ იდენტური კეთილმოწყობით

ხორვატიაში მუშაობის მიმოხილვები

გიორგი - ელექტრიკოსი
ალექსანდრე - ზეინკალი
საჭიროების შემთხვევაში - ჩართეთ ქართული სუბტიტრები ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ;)

ხშირად დასმული შეკითხვები

ყურადღება! აპლიკაციის შევსებამდე დარწმუნდი, რომ გვაქვს შესაბამისი ვაკანსია. ნახე ყველა ვაკანსია აქ.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვინც აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს.

სამუშაო ევროპაში - Work in Europe

დატოვეთ განაცხადი და ჩვენ დაგიკავშირდებით უფრო დეტალური კონსულტაციისთვის - Leave an application and we will contact you
Whatsapp, Telegram, Viber